English
იხილეთ ჩვენი მემკვიდრეობა

ქართული კონიაკის მამა

სტუმართმოყვარეობა და უძრავი ქონება

ვინ არის ქართული კონიაკის მამა? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხია, დავით სარაჯიშვილი . დავით სარაჯიშვილი არის ფრანგული კონიაკის დამზადების ტექნოლოგიის შემომტანი საქართველოში. მისი გეგმა, რომ კონიაკი რუსეთის იმპერიაში გაეყიდა, ევროპაში სწავლის დროს დაისახა. გერმანიაში სოფლის მეურნეობის და საფრანგეთში მეღვინეობის სწავლისას სარაჯიშვილმა პირველად დააგემოვნა ვისკი, ჯინი და კონიაკი. გააცნობიერა, რომ საქართველო მდიდარი იყო კონიაკის წარმოებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსებით და რომ სასმელი პოპულარული და ძვირადღირებული იყო. იგი 1880 წელს დაბრუნდა საქართველოში ფრანგული ტექნიკის ქართულ პროდუქტებთან შეერთების გეგმით, რათა შეექმნა ქვეყანაში პირველი კონიაკი. 1884-1885 წლებში მან დაიწყო თბილისის კონიაკის ქარხნის მშენებლობა, რომელიც 1888 წელს გაიხსნა. მან დანერგა ევროპულ სამუშაო სტანდარტები: 8-საათიანი სამუშაო დღე, უფასო კაფეტერია, შვებულება და თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღი.

სარაჯიშვილის სასმელები, რომლებიც კავკასიურ მთის მუხის კასრებში, ყურძნის სპირტისგან მზადდებოდა, სწრაფად გახდა პოპულარული რუსეთის იმპერიაში. 1890 წელს სარაჯიშვილმა დაამზადა 218,000 ბოთლი კონიაკი, ხოლო 1910 წლისთვის უკვე 600,000-ზე მეტი ბოთლი იწარმოებოდა.

სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1911 წელს. მისი ანდერძის მიხედვით ქონების 80% ქარხნის მუშებსა, სამეცნიერო და ხელოვნების დაწესებულებებსა და წარმომადგენლებზე გადანაწილდა. სარაჯიშვილის შთამბეჭდავი მიღწევებისთვის კონიაკისა და კონიაკის წარმოებაში მან მიიღო “ვაჭრობის მრჩევლის” წოდება, ხოლო 1913 წელს რუსეთის იმპერიისგან “მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის მიმწოდებლის” წოდება. თბილისის კონიაკის ქარხანა საბჭოთა ოკუპაციის დროს ნაციონალიზაციის წესით ჩამოართვეს ოჯახს. 1994 წელს, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა მისი პრივატიზაცია.

„სარაჯიშვილი“ დღესაც საქართველოში კონიაკის ყველზე დიდი მწარმოებელია. კომპანია ბაზრის ნახევარზე მეტს აწარმოებს და საერთაშორისო გამოფენებზე 250-ზე მეტი პრიზი აქვს მოპოვებული. ამ ჯილდოებმა კიდევ უფრო გააფართოვა ბრენდის აღიარება საერთაშორისო დონეზე. დღესდღეობით სარაჯიშვილის პროდუქცია ექსპორტზე 4 კონტინენტის 20 ქვეყანაში გადის.

იხილეთ ჩვენი მემკვიდრეობა

Fast Facts

250

პრიზები საერთაშორისო გამოფენებზე ( სარაჯიშვილის კონიაკი)

სარაჯიშვილი , 2022 წ

100+

წარმოების წლები

სარაჯიშვილი , 2022 წ

28,6 მილიონი რუბლი

შემოსავალში

Baker Group, 2017 წ

ინვესტირება საქართველოში

ასლი: სააგენტოს აწარმოე საქართველოში მიზანია საქართველოში მეწარმოების განვითარება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

დაგვიკავშირდით