English
იხილეთ ჩვენი მემკვიდრეობა

მეწარმეობათა ოჯახი

ბიზნეს სერვისები

შეუძლებელია ვისაუბროთ ქართული მეწარმეობის ისტორიაზე ძმები ზუბალაშვილების გარეშე. ძმების გარდა, ზუბალაშვილების რამდენიმე თაობამ დატოვა თავისი კვალი საქართველოში. წარმატებული მეწარმეებისა და უხვი ქველმოქმედთა საგვარეულო პირველად მეთვრამეტე საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც გიორგი ზუბალაშვილმა – მეფე ვახტანგ VI-ის კარის მღვდელმა და მეცნიერმა – დაიწყო მუშაობა ქვეყნის პირველ სტამბაში, თბილისში. მისმა სამეწარმეო ინსტინქტებმა მიიპყრო მეფე ვახტანგ VI-ისა და ერეკლე II-ის ყურადღება, რომლებმაც მის ოჯახს სთხოვეს გაეხსნა სტამბები თბილისის მასშტაბით. 1830-იანი წლების ბოლოს ივანე ზუბალაშვილმა (1792 – 1864 წწ.) გამოიყენა თავისი ოჯახის სტამბის ქონება, რათა აეშენებინა ქვეყნის პირველი შაქრისა და არყის ქარხნები. ივანეს შვილიშვილმა, კონსტანტინემ (1828 – 1901) და კონსტანტინეს ვაჟებმა, სტეფანემ, პეტრემ და იაკობმა, შემდეგ განაგრძეს ოჯახის ბიზნესი და ასევე ქველმოქმედება. ძმები ზუბალაშვილების ქველმოქმედების მასშტაბები ძნელი აღსაქმელია. მხოლოდ 1800-იან წლებში მათ დააფინანსეს ორი ეკლესიის მშენებლობა ბათუმსა და გორში; დახმარება გაუწიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მშენებლობას; დააფინანსეს საზოგადოებრივი სახლის მოწყობის სამუშაობეი, ახლანდელი მარჯანიშვილის დრამატული თეატრი და დააფინანსეს თბილისის პირველი საავადმყოფოს პედიატრიული ფრთის შენობა, ასევე უსახლკარო ბავშვების თავშესაფარი, რომელიც აღჭურვილი იყო საკუთარი სამედიცინო ცენტრით, დალაქის განყოფილებით, სამრეცხაოებით, სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ზუბალაშვილები აქტიურად აფინანსებდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ეხმარებოდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას და გაზეთებს „ივერიასა“ და „ჯეჯილს“.

იხილეთ ჩვენი მემკვიდრეობა

ინვესტირება საქართველოში

ასლი: სააგენტოს აწარმოე საქართველოში მიზანია საქართველოში მეწარმოების განვითარება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

დაგვიკავშირდით